logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: პიკმა გადაიარა, ახალი შემთხვევების რაოდენობა 3-ჯერ შემცირდა
- +

10 იანვარი. 2021. 03:05

 

 

„საბედნიეროდ პიკმა გადაიარა“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ, საქართველოში არსებული ეპიდვითარების შეფასებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა თითქმის 4-ჯერ შემცირდა.

 

„აქტიური ინფექციის 30 000 შემთხვევა იყო ყოველდღე. ჯანდაცვის სექტორმა სერიოზულ ზეგადატვირთვას გაუძლო. მართალია, იყო გარკვეული შეფერხებები, პრობლემები, საბედნიეროდ, პიკმა გადაიარა. ჩვენთან ახალი შემთხვევების რაოდენობა 3-ჯერ, 4-ჯერ შემცირდა. თუ იყო 5 000-მდე დღეში, ახლა სადღაც 1 000-დან 2 000-მდეა. იყო იმის მოლოდინი და შიში, წინასაახალწლოდ შეზღუდვების ერთკვირიანი მოხსნა ხომ არ გამოიწვევდა ისევ შემობრუნებას უკან, ე.წ. მესამე ტალღის დასაწყისს. ჯერჯერობით, ამ შეზღუდვების მოხსნის პერიოდიდან უკვე გავიდა 10-12 დღე და არ ფიქსირდება ასეთი ზრდა“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

როგორც მან აღნიშნა, ჩანს, რომ ახალი წლის პერიოდში მოსახლეობა უფრო მობილიზებული იყო და მეტად იცავდა რეგულაციებს, ვიდრე მანამდე.

 

„ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენი ექიმების ამოცანაა, როდესაც მივაღწევთ, მნიშვნელოვან შემცირებას და მოიხსნება შეზღუდვები, იმ მოხსნილი შეზღუდვების პირობებში შევინარჩუნოთ ის შემცირებული რიცხვი. ამისთვის აუცილებელი იქნება, რომ დავიცვათ ის რეგულაციები, რომლის შესრულებაც ვისწავლეთ როგორც იქნა – ეს არის პირბადის აუცილებელი ტარება დახურულ და ღია სივრცეში, ეს არის სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება. არ ვიცი, შეზღუდვები როდის მოიხსნება, მაგრამ მოიხსნება, თუმცა რეგულაციები უნდა დარჩეს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner