logo_geo
eng_logo
მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება
- +

10 იანვარი. 2021. 10:08

 

 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი არჩეული პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას NBC News საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

პენსი ფიცის დადების ცერემონიაზე პირადად ბაიდენმა მიიწვია, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინაუგურაციაზე ვიცე-პრეზიდენტის ყოფნა მისთვის დიდი პატივი იქნება. ცერემონიაზე მისვლას არ აპირებს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

 

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/180834/maik-pensi-baidenis-inauguratsias-daestsreba

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner