ინდონეზიის დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 18-ს აღწევს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ინდონეზიის კატასტროფების მართვის ეროვნულ საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მეწყერი დასავლეთ იავის ერთ-ერთ სოფელში ჩამოწვა.
როგორც ინდონეზიის კატასტროფების მართვის ეროვნული საბჭოს პრესსამსახური იტყობინება, მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ დაწყებული სამაშველო ოპერაციისას მიწა კვლავ ჩამოიშალა.
https://1tv.ge/news/indoneziis-dasavlet-nawilshi-mewyers-11-adamiani-emskhverpla/