-
+
10 იანვარი. 2021. 11:02
ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების პარალელურად ქვეყანაში რეფერენდუმი ტარდება. ამის შესახებ განცხადებას ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ ერთ-ერთი კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს დააგროვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური დაინიშნება.
წინასწარი გამოკითხვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სადირ ჟაპაროვი ლიდერობს.
რაც შეეხება რეფერენდუმს, მისი მეშვეობით გადაწყდება, დაბრუნდება თუ არა ყირგიზეთში მმართველობის საპრეზიდენტო ფორმა. მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა სულ მცირე 30%-მა უნდა მიიღოს. რეფერენდუმის შედეგები 35 დღის განმავლობაში უნდა შეჯამდეს.
https://report.ge/world/qirgizetshi-saprezidento-archevnebi-mimdinareobs/