logo_geo
eng_logo
ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
- +

10 იანვარი. 2021. 11:02

 

 

ყირგიზეთში  ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების პარალელურად ქვეყანაში რეფერენდუმი ტარდება. ამის შესახებ განცხადებას ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

 

საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ ერთ-ერთი კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს დააგროვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური დაინიშნება.

 

წინასწარი გამოკითხვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სადირ ჟაპაროვი ლიდერობს.

 

რაც შეეხება რეფერენდუმს, მისი მეშვეობით გადაწყდება, დაბრუნდება თუ არა ყირგიზეთში მმართველობის საპრეზიდენტო ფორმა. მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა სულ მცირე 30%-მა უნდა მიიღოს. რეფერენდუმის შედეგები 35 დღის განმავლობაში უნდა შეჯამდეს.

 

https://report.ge/world/qirgizetshi-saprezidento-archevnebi-mimdinareobs/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner