„Observer“-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად, ბრიტანელების 43% ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს, ხოლო 40% მის თანამდებობაზე დარჩენას ემხრობა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „The Guardian“ წერს.
გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 72% მიიჩნევს, რომ პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის რეაგირება საკმარისად სწრაფი არ აღმოჩნდა.
ამასთან, ბრიტანელების 45% პანდემიის მიმართ პრემიერის მიერ გატარებულ ღონისძიებებს არ იწონებს, ხოლო 35% მის ქმედებებს ემხრობა.
https://report.ge/world/britanelebis-43-fikrobs-rom-boris-jonsoni-unda-gadadges/