logo_geo
eng_logo
ბრიტანელების 43% ფიქრობს, რომ ბორის ჯონსონი უნდა გადადგეს
- +

10 იანვარი. 2021. 17:44

 

 

„Observer“-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად, ბრიტანელების 43% ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს, ხოლო 40% მის თანამდებობაზე დარჩენას ემხრობა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „The Guardian“ წერს.

 

გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 72% მიიჩნევს, რომ პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის რეაგირება საკმარისად სწრაფი არ აღმოჩნდა.

 

ამასთან, ბრიტანელების 45% პანდემიის მიმართ პრემიერის მიერ გატარებულ ღონისძიებებს არ იწონებს, ხოლო 35% მის ქმედებებს ემხრობა.

 

https://report.ge/world/britanelebis-43-fikrobs-rom-boris-jonsoni-unda-gadadges/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner