„ღვთისშვილთა კავშირის პრეზიდენტი" ზაზა სიხარულიძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას ოთარ ჩრდილელი ავრცელებს.
„ღვთისშვილთა კავშირის თავმჯდომარე, ზაზა სიხარულიძე გარდაიცვალა...
აცხონოს ღმერთმა და სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს.."- წერს ოთარ ჩრდილელი სოციალრ ქსელში.
ზაზა სიხარულიძემ „ღვთისშვილთა კავშირი" 1989 წელს, დაარსა. ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემების გადასაჭრელად აქტიურად მუშაობდა და სხვადასხვა სოციალურ- საქველმოქმედო ღონისძიებებს აწყობდა.