logo_geo
eng_logo
ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სადირ ჟაპაროვი იმარჯვებს
- +

10 იანვარი. 2021. 21:27

 

ყირგიზეთში, საპრეზიდენტო არჩევნებში სადირ ჟაპაროვი იმარჯვებს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 96%-ის დათვლის შემდეგ, ჟაპაროვმა ხმათა 79,25% მიიღო. მის უახლოეს მოწინააღმდეგეს კი ხმა ამომრჩეველთა 7%-მა მისცა.

 

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდა - მოსახლეობა არჩევანს საპრეზიდენტო და საპარლამენტო რესპუბლიკას შორის აკეთებდა. ამომრჩეველთა 80%-ზე მეტმა მხარი საპრეზიდენტო მმართველობის ფორმას დაუჭირა.

 

2020 წლის ოქტომბერში, საპროტესტო აქციების შემდეგ 52 წლის ჟაპაროვმა ჯერ პრეზიდენტ ჟეენბეკოვს გადადგომა აიძულა, შემდეგ კი, დროებით, მისი უფლებამოსილება გადაიბარა. გაუქმდა საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც.

 

მისივე ინიციატივით, მომზადდა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის მიხედვითაც ყირგიზეთში მმართველობის საპარლამენტო ფორმა უნდა შეიცვალოს და პრეზიდენტის უფლებამოსილება გაიზარდოს. ოქტომბრის მოვლენებამდე ჟაპაროვი 10-წლიან სასჯელს იხდიდა, რომელიც არეულობის ორგანიზაციის გამო მიუსაჯეს.

 

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/180892/kirgizetis-saprezidento-archevnebshi-sadir-japarovi-imarjvebs

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner