logo_geo
eng_logo
ბრიტანეთში კორონავირუსზე ყველა ზრდასრულ პირს შემოდგომაზე აცრიან
- +

10 იანვარი. 2021. 21:35

 

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა შემოდგომაზე ქვეყანაში ყველა ზრდასრულ ადამიანს COVID-19-ზე აცრის შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ BBC წერს.

 

ჰენკოკმა აღნიშნა, რომ ამ დროისათვის ბრიტანეთში, დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანია ვაქცინირებული. ამასთან, ვაქცინაცია პირველ ეტაპზე მხოლოდ სამედიცინო პერსონალსა და მაღალი რისკ-ჯგუფის პირებს უტარდებათ.

 

მეთ ჰენკოკმა ასევე განაცხადა, რომ თებერვლის შუა რიცხვებამდე დაახლოებით 14 მილიონი ბრიტანელის ვაქცინაციაა დაგეგმილი.

 

 

https://report.ge/world/britanetshi-koronavirusze-qvela-zrdasrul-pirs-shemodgomaze-atsrian/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner