დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა შემოდგომაზე ქვეყანაში ყველა ზრდასრულ ადამიანს COVID-19-ზე აცრის შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ BBC წერს.
ჰენკოკმა აღნიშნა, რომ ამ დროისათვის ბრიტანეთში, დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანია ვაქცინირებული. ამასთან, ვაქცინაცია პირველ ეტაპზე მხოლოდ სამედიცინო პერსონალსა და მაღალი რისკ-ჯგუფის პირებს უტარდებათ.
მეთ ჰენკოკმა ასევე განაცხადა, რომ თებერვლის შუა რიცხვებამდე დაახლოებით 14 მილიონი ბრიტანელის ვაქცინაციაა დაგეგმილი.
https://report.ge/world/britanetshi-koronavirusze-qvela-zrdasrul-pirs-shemodgomaze-atsrian/