logo_geo
eng_logo
კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა რუსეთშიც დაფიქსირდა
- +

10 იანვარი. 2021. 22:22

 

რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც ბრიტანეთში გასული წლის ბოლოს გავრცელდა. ამის შესახებ „მედუზა“  წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ინფიცირებული რუსეთის მოქალაქეა, რომელიც ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები შტამი B.1.1.7 დიდ ბრიტანეთში სექტემბერში აღმოაჩინეს, დეკემბერში კი ის ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ეს შტამი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მანამდე აღმოჩენილი ვარიანტები. 7 იანვარს ჯანმოში განაცხადეს, რომ ახალი შტამი ევროპის 41 ქვეყანაში გამოვლინდა. 4 იანვარს B.1.1.7-ის პირველი შემთხვევა საქართველოში დაფიქსირდა.

 

 

https://imedinews.ge/ge/covid19/180895/koronavirusis-britanuli-shtamit-inpitsirebis-pirveli-shemtkhveva-rusetshits-dapiqsirda

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner