logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ამ ვირიშვილ კანდელაკს სულ სტრასბურგის მოსამართლის ჩაქუჩი უნდა ურტყა!
- +

5 ივლისი. 2016. 22:54


ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით  „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებას ეხმიანება:

 

ამ ვირიშვილ კანდელაკს სულ სტრასბურგის მოსამართლის ჩაქუჩი უნდა ურტყა!

ისე ვინ ვინ და ამათ ზეპირად იციან რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განჩინების მიხედვით, სულხან მოლაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე, მეხუთე, მეექვსე და მეთოთხმეტე მუხლები. ხოდა ეს მუხლები ჩემო "სამართლიანებო" ეხება ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, დისკრიმინაციისა და წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის დაუშვებლობა.

გეყურებააათ?

 

თან ზრდილობიანად რო ამბობს: არ უწამებიათ ბატონი მოლაშვილი!

ვინ არიან ეს უსისხლო და უჯიშო ხალხი!"



ბატონი მოლაშვილი ციხეში არ უწამებიათ," - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტის შეკითხვას, გრძნობს თუ არა მორალურ ან სამართლებრივ პასუხისმგებლობას "ნაციონალური მოძრაობა" სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო.


კანდელაკის თქმით, მოლაშვილის გათავისუფლებიდან 10 წელი გავიდა.


"10 წელი გავიდა მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. არ უწამებიათ ბატონი მოლაშვილი ციხეში, ისევე როგორც ბატონი მირცხულავა",-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.


კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში ღვიძლის უკმარისობით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. მოლაშვილის ცხედარი თბილისში 2 დღის წინ ჩამოასვენეს, მას ხვალ 15:00 საათზე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. მისი გარდაცვალება საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა წინა ხელისუფლებას დაუკავშირეს და მოლაშვილსა "ნაციონალური მოძრაობის" სასტიკი რეჟიმის მსხვერპლი უწოდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner