logo_geo
eng_logo
ბრიტანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 54 940 შემთხვევა გამოვლინდა
- +

11 იანვარი. 2021. 00:40

 

დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 54 940 ადამიანს დაუდასტურდა, ვირუსით 563 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

 

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 4 066 პაციენტი იქნა ჰოსპიტალებული.

 

გარდიანის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური „უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ არის“.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში ვირუსის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 81 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

https://1tv.ge/news/britanetshi-gasul-24-saatshi-koronavirusis-54-940-shemtkhveva-gamovlinda-gardaicvala-563-pacienti/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner