დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 54 940 ადამიანს დაუდასტურდა, ვირუსით 563 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 4 066 პაციენტი იქნა ჰოსპიტალებული.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური „უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ არის“.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში ვირუსის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 81 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.