ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ბატონი სულხანის გარდაცვალებით საქართველომ დალია სული",- ამის შესახებ პოეტი იროდი ასანიშვილი სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფნის დროს განაცხადა.
„ბატონი სულხანის გარდაცვალებით საქართველომ დალია სული. ვინც ცხოვრობს და ცოცხლობს იმისთვის, რომ დათესოს უანგაროდ, კეთილშობილურად, ვაჟკაცურად, რაინდულად სიკეთე, ეს იყო სულხან მოლაშვილი.
სულხან მოლაშვილის მოღვაწეობაზე ერთი მცირედი კრებული მაინც გამოვა ჩემი ავტორობით",- განაცხადა ასანიშვილმა.