თურქეთში მიწისძვრა მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ბიძგების სიძლიერემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ანკარაში, კალეჯიკის რაიონში იყო.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22:53 საათზე, 12 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ბიძგები მთელი ქალაქის მასშტაბით იგრძნობოდა. მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
https://1tv.ge/news/turqetshi-4-5-magnitudis-miwisdzvra-mokhda/