ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 90 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 90 005 787 შემთხვევა გამოვლინდა, 1 931 083 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 49 885 280 - გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 22 227 722 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 373 463 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.