logo_geo
eng_logo
თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 9 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

11 იანვარი. 2021. 02:19

 

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 9 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 176 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 8 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჯამში 2.19 მილიონს შეადგენს.

 

გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 162 786 ადამიანი დაიტესტა. ვირუსის გამოსავლენად თურქეთში სულ 26 მილიონზე მეტი ტესტია ჩატარებული.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2.32 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 22 807 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

 

https://1tv.ge/news/turqetshi-gasul-dghe-ghameshi-koronavirusis-9-138-akhali-shemtkhveva-gamovlinda-gardaicvala-176-pacienti/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner