logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: არავინ უნდა დარჩეს დაუსჯელი, ვისაც იოტისოდენა ბრალი აქვს ამ ბოროტებაში!
- +

5 ივლისი. 2016. 22:57


„სულხანი ჩვენი თაობის მართლაც გამორჩეული ადამიანი იყო. სადაც კი მას უმუშავია, უშიშროების საბჭოში, იუსტიციის საბჭოში, კონტროლის პალატაში, ყველგან წარუშლელი კვალი დატოვა", - განაცხადა სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფნის დროს პარლამენტარმა დავით ლორთქიფანიძემ.

 

მისი თქმით, მოლაშვილი წინა ხელისუფლების რეჟიმს შეეწირა.

 

„პირდაპირ გეტყვით, ის იყო მიშა სააკაშვილის პირადი პატიმარი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ძალიან გული მტკივა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში სულხანის საქმე, ისევე როგორც მრავალი საქმე, ბოლომდე მიყვანილი არ არის.   ვფიქრობ,  პროკურატურას გაათმაგებული საქმიანობა მოუწევს, რომ საბოლოოდ არცერთი ადამიანი არ დარჩეს პასუხისგების გარეშე, ვისაც იოტისოდენა წვლილიც კი მიუძღვის ასეთი ბოროტებების ჩადენაში", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner