ავტორი მარიამ პაიჭაძე
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა დღეს, სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, რომ მოლაშვილი უპირველესად მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლია.
„სულხან მოლაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის" და უპირველესად მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლი. მოგეხსენებათ, სულხანმა ძალიან დიდ კარიერულ ზრდას მიაღწია ჯერ კიდევ პატარა ასაკში. ის იყო სრულიად ახალგაზრდა კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მოიაზრებოდა მაშინდელი პრეზიდენტის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ შემცვლელად. ეს ფაქტები, რა თქმა უნდა, გარკვეულ შურს იწვევდა მიხეილ სააკაშვილში. კონტროლის პალატის მიერ მიხეილ სააკაშვილის დარღვევების გამოაშკარავებამ კიდევ უფრო მეტი საფუძველი მისცა სააკაშვილს, რომ მას შემდეგ, რაც გახდა პრეზიდენტი, ყველა საშუალებით, როგორც მხდალ ადამიანებს სჩვევიათ, გადაწყვიტა, შური ეძია მართლაც ვაჟკაცური თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანზე, რომელსაც მომავალშიც შეეძლო მისთვის საფრთხე შეექმნა. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც განსაკუთრებით ამ ღირსებით დაჯილდოებულ ადამიანებს ებრძოდა სააკაშვილი", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.