logo_geo
eng_logo
ვაშინგტონის მერი ინაუგურაციის წინ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითხოვს
- +

11 იანვარი. 2021. 11:36

 

 

ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბაუზერმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS) ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინ დედაქალაქში უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

 

მან 6 იანვარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმს „უპრეცედენტო ტერაქტი“ უწოდა და ჩამოთვალა რიგი ღონისძიებები ვაშინგტონის დასაცავად ბაიდენის სახელმწიფოს მეთაურად ინაუგურაციის წინ.

 

ბაუზერმა მოითხოვა უსაფრთხოების შესახებ უკვე გამოცხადებული სპეციალური პერიოდის გახანგრძლივება 11-დან 24 იანვრამდე, აგრეთვე ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

 

ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ მოამზადა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც აუცილებელია უსაფრთხოების ზომების გაძლიერება კონგრესის წევრებისთვის, რომლებიც ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავლენ.

 

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ღონისძიებას არ დაესწრება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner