აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპს ვლადიმირ პუტინის მსახური უწოდა.
ტელეკომპანია „CBS“-თან ინტერვიუში, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების ვარაუდით, აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურებზე ჰაკერული თავდასხმა რუსეთმა განახორციელა და მოსკოვის წინააღმდეგ ძლიერი პოზიციის ჩვენების ნაცვლად, აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტი მსახური იყო.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ვარაუდობს, რომ რუსეთს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გარკვეული სახის კომპრომატი აქვს.
„არ ვიცი, რა აქვთ რუსებს პრეზიდენტ ტრამპზე, არის ეს პირადული, პოლიტიკური თუ ფინანსური. მე არ ვიცი, ეს რა არის. მაგრამ არ არსებობს სხვა ახსნა, თუ რატომ არის აშშ-ის ეს პრეზიდენტი პუტინის ასეთი მსახური“, – თქვა პელოსიმ.