ავტორი ანა ნონიკაშვილი
„პეტიცია გავავრცელეთ, რომელზედაც ათასობით ხელმოწერა უკვე შეგროვდა", - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფნისას განაცხადა.
„ჩვენ იმ პირების დასჯასთან დაკავშირებით, ვინც მოლაშვილის გარდაცვალებაში არიან დამნაშავეები, პეტიცია გავავრცელეთ, რომელზედაც ათასობით ხელმოწერა უკვე შეგროვდა.
დღევანდელი დღე არ არის მხოლოდ სულხან მოლაშვილის დაკრძალვის დღე, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დასამარების დღეც",- განაცხადა კაკაბაძემ.