logo_geo
eng_logo
ნანა შონია: ჩვენი ბრალიც არის, რომ ეს ადამიანი მივიდა ასეთ დასასრულამდე
- +

5 ივლისი. 2016. 23:01


მსახიობი ნანა შონია სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. როგორც მან „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, მოლაშვილის გარდაცვალებაში წინა ხელისუფლებაა დამნაშავე.



„რა თქმა უნდა, სულხან მოლაშვილი წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლია. მოლაშვილმა საოცარი რამ გვაჩვენა, ეს იყო მაგალითი ვაჟკაცობის, გმირობის, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს დროში არ არის ხშირი. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი აღარ არის ჩვენთან ერთად.

მთელი საქართველოსთვის ეს არის ტრაგედია. ხანდახან მიჩნდება შეგრძნება, თითქოს ჩვენი ბრალიც არის, რომ ეს ადამიანი მივიდა ასეთ დასასრულამდე",- განაცხადა შონიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner