logo_geo
eng_logo
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებული სამი პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
- +

11 იანვარი. 2021. 14:08

 

 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებული სამი პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

 

მათ ბრალად ედებათ ძალადობა და ამ საქმის პირველ ეპიზოდში, მხოლოდ ნარეკვავის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში ფიგურირებენ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner