გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებული სამი პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
მათ ბრალად ედებათ ძალადობა და ამ საქმის პირველ ეპიზოდში, მხოლოდ ნარეკვავის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში ფიგურირებენ.