ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. როგორც მან „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, მოლაშვილი „ნაციონალების" რეჟიმის მსხვერპლია.
„რა თქმა უნდა, მოლაშვილი არის „ნაციონალების" რეჟიმის მსხვერპლი. მთელ საქართველოს მინდა მივუსამძიმრო. ასეთი მსხვერპლი უამრავი იყო, მაგრამ ეს მაინც გამორჩეულია. მოლაშვილი არის ნაწამები ადამიანი. საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს, რომ არ შეიძლება, ასეთი უკეთური ძალა ოდესმე მოუშვა ხელისუფლებაში",- განაცხადა ნიშნიანიძემ.