ავტორი მარიამ პაიჭაძე
ყაზბეგის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი რომან მარსაგიშვილი სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან" საუბარში სულხან მოლაშვილს გულანთებულ მამულიშვილად იხსენიებს.
„სულხან მოლაშვილი ჩვენი ნათესავი იყო, ხშირად ჩამოდიოდა ყაზბეგში, არამარტო ყაზბეგში, თბილისშიც ხშირად ვხედავდი და ეს კაცი იყო გულანთებული მამულიშვილი. ეცადნენ, რომ ჩაეკლათ ქართული გული პატრიოტი ადამიანების, მაგრამ მაგას ვერ მიაღწევენ, რადგან ხედავთ, რამდენი ადამიანია დღეს მოსული და რამდენი კიდევ გარეთ არის დარჩენილი და ყველა ტირის ამ ადამიანს. ეს შედეგი აისახება ხვალინდელ დღეზე. ესენი ჩვენზე ვერ გაიმარჯვებენ, რადგან ჩვენ სიმართლეს ვაკეთებთ და სიმართლით მივდივართ. სულხან მოლაშვილი იყო უდიდესი ვაჟკაცი. აცხონოს მისი სული უფალმა", - განაცხადა რომან მარსაგიშვილმა.