აშშ-ში, კალიფორნიის მერსედის ოლქში არსებული ციხიდან 6 პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ მერსედის ოლქის შერიფის ოფისმა განაცხადა.
6 პატიმარი ციხიდან ღამით გაიქცა. მათ მოახერხეს სახურავზე ასვლა და შემდეგ ხელნაკეთი თოკით დაშვება.
კალიფორნიაში საგანგებო სამძებრო ჯგუფი შეიქმნა. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, გაქცეული პატიმრების დანახვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 911-ს და არ მიუახლოვდნენ მათ, რადგან ისინი, სავარაუდოდ, შეიარაღებულები არიან.