logo_geo
eng_logo
მედეა ვასაძე ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის
- +

5 ივლისი. 2016. 23:15


აჭარაში ახალი პოლიტიკური პარტია იქმნება. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ვასაძე ავრცელებს. გადაცემა „არჩევანში" აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ამბობს, რომ ახალი პარტია შეავსებს პოლიტიკურ სივრცეს და ოპონირების რეჟიმში იქნება როგორც ქართულ ოცნებასთან, ასევე ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან.


„თუკი ვარშალომიძის ჩამოსვლამდე ჩვენ ვფიქრობდით, მიგვეღო  გარკვეული შემოთავაზებები, ჩვენ ვემზადებით, რომ რეგისტრაცია გავუკეთოთ ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც თავის დროზე საზგადოებრივ ორგანიზაციად იყო ჩამოყალიბებული. ჩვენ გარკვეულწილად შევავსებთ პოლიტიკურ სივრცეს.

 

ვიქნებით ოპონირების რეჟიმში როგორც ქართულ ოცნებასთან, ასევე ნაციონალურ მოძრაობასთანაც. ნაციონალური მოძრაობის რეანიმაციას მე გამოვრიცხავ, ამიტომ ძირითადად ოპონირების რეჟიმში ვიქნებით ქართულ ოცნებასთან,"- აცხადებს მედია ვასაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner