logo_geo
eng_logo
სოხუმში დაძაბული ვითარებაა- ოპოზიციამ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღება სცადა
- +

5 ივლისი. 2016. 23:17


სოხუმში ოპოზიციამ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღება სცადა. ასობით დემონსტრანტი  ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშბას გადადგომას ითხოვს.


ადგილობრივი მედიის ინფორმაიით, საპროტესტო აქცის მონაწილეებმა სამინისტროს ეზოს ჭიკრის შემტვრევა შეძლეს და უწყების წინ მდებარე მოედანზე შეიჭრნენ. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ძიაპშბას გადადგომამდე არ დაიშლებიან.


ოპოზიცია არაღიარებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადომას უსაფრთხოების მდგომარეობის მხრივ ვითარების გაურესების გამო ითხოვა. გარდა ამისა საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადბენ, რომ  ირღვევა 10 ივლისს დაგეგმილ რეფრენდუმში მონაწილეობასთან დაკავშირებული მათი უფლებები.


აფხაზეთში 10 ივლისს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი უნდა გაიმართოს. ოპოზიცია აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას რეფერენდუმის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და კენჭისყრის შემოდგომაზე გადატანას ითხოვს, რაზეც ე.წ. მთავრობა უარს აცხადებს.


რუსულ სააგენტო "ინტერფაქსთან" საუბრისას აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ოპოზიცია ვითარების დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა.


"ოპოზიცია რეფერენდუმის ჩაშლაზე მიდის, რადგან მისი შესაძლო შედეგები არ გაამართლებს მისი ინიციატორების იმედებს", - განაცხადა ხაჯიმბამ.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი მიტინგის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner