„ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს განცხადება გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელმა გააკეტა და ეს ჩვენი პოლიტიკური კულტურის სრულყოფის გზაზე ალბათ კიდევ ერთი სტანდარტია“, - ასე შეაფასა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწვეტილება დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.
„ეს გადაწყვეტილება გარკვეულ პარტიულ ელიტას „ქართული ოცნების“ აძლევს მეტი გაქანების საშუალებას მათი ნიჭის, პოტენციალის რეალიზებას, რომ როგორც საკუთარი თავი ჰპოვონ უკეთ საქმეში, ასევე მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.