ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
27 დეკემბერს კოვიდ-19 აღმოაჩნდა არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, 8 იანვარიდან კი მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს კოვიდინფიცირებული „პრემიერი“ ალექსანდრე ანქვაბი.
პანდემიის დაწყების დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 9 782 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 141 პაციენტი, 7 294 კი გამოჯანმრთელდა.