logo_geo
eng_logo
აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

11 იანვარი. 2021. 23:38

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

 

27 დეკემბერს კოვიდ-19 აღმოაჩნდა არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, 8 იანვარიდან კი მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს კოვიდინფიცირებული „პრემიერი“ ალექსანდრე ანქვაბი.

 

პანდემიის დაწყების დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 9 782 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 141 პაციენტი, 7 294 კი გამოჯანმრთელდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner