logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ გუნდში არიან ადამიანები, ვისაც ნაბრძოლი აქვთ, გამოვლილი აქვთ მძიმე წლები და ამიტომ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში არეულობა მოაწყოს
- +

12 იანვარი. 2021. 01:38

 

„მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დიქტატორად იყო ჩამოყალიბებული, მისი მცდელობა დღესაც არის, რომ ქვეყანაში შემოიტანოს დესტრუქცია, არეულობა, მაგრამ დღეს „ქართულ ოცნების“ გუნდში არიან ადამიანები, ვისაც ნაბრძოლი აქვთ, გამოვლილი აქვთ მძიმე წლები და ამიტომ არავის მივცემთ იმის საშუალებას, შესაძლებლობას რომ ქვეყანაში არეულობა მოაწყოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

„არსებობს არჩევნები და არჩევნების გზით, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა, აწარმოოს საარჩევნო კამპანია და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რა ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი. ამას განსაზღვრავს საქართველოს მოსახლეობა და არა რომელიმე სუბიექტი, კრიმინალი უცხო ქვეყნიდან დაპირისპირებებით და გადატრიალების მცდელობით. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილი ეცდება, რაც მათ აწყობს, იმაზე ისაუბროს, თუმცა საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ყველაფერი გამოჩნდება სამომავლოდ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner