„ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
„მოლაშვილის გარდაცვალება წინა ხელისუფლების სისასტიკისა და სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების გულგრილობის შედეგია.
მეც მიმიძღვის ამაში ბრალი; ჩემი წილი ბრალი მაქვს, ვინაიდან მეც ამ ხელისუფლების ნაწილი ვიყავი", - განაცხადა სანიკიძემ.