logo_geo
eng_logo
ალექსანდრე გოგინავა: მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ გააგრძელოს რეკომენდაციების დაცვა, რათა შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდსიტუაცია
- +

12 იანვარი. 2021. 02:43

 

 

„მოსალოდნელია, რომ იანვრის მეორე ნახევარში მეტნაკლებად მოხდეს ზრდა, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებულია, რაც კლინიკური სექტორისთვისაც კარგია.

 

„დეკემბრის თვესთან შედარებით, ამ ეტაპზე გაუმჯობესებულია სიტუაცია, რაც გამოვლინდება იმაში, რომ დეკემბრთან შედარებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა დღის განმავლობაში არ არის 4-5 ათასი და შემცირებულია. ეს როგორც ეპიდსიტუაციისთვის არის კარგი, ასევე კლინიკური სექტორისთვის, რადგან ნაკლებად გადავსებულია ჰოსპიტლები. მეორე ის, რომ ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება და ძალიან მნიშვნელოვანია, რეკომენდაციები იქნას დაცული, რადგან ეს შედეგი მიღწეულია იმ რეგულაციებით და არსებული რეკომენდაციებით. ჯერჯერობით მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ გააგრძელოს რეკომენდაციების დაცვა, რათა შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდსიტუაცია. დღესასწაულებზე გარკვეული დარღვევები სავარაუდოდ იქნებოდა და იყო კიდეც, თუმცა ეს დარღვევები მაინც არ იყო იმ მასშტაბის, რომ ამან გამოიწვიოს ვითარების კატასტროფულად გაუარესება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ იანვრის მეორე ნახევარში მეტნაკლებად მოხდეს ზრდა, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner