logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ხელისუფლების წყარო ხალხია - არჩევნების გზით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა წყვეტს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია უნდა იყოს ხელისუფლებაში
- +

12 იანვარი. 2021. 03:06

 

„ხელისუფლების წყარო ხალხია. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ხელისუფლებაში“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„შეიძლება, დღეს ვინმეს არ მოსწონს კალაძე, „ქართული ოცნება“ ან სხვა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია. ამისთვის არსებობს არჩევნები. არჩევნების გზით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა წყვეტს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია უნდა იყოს ხელისუფლებაში, უნდა იყოს კოალიციური მთავრობა, თუ უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ გვახსოვს წლები, როცა ერთი ადამიანის გემოვნებაზე იყო ყველა სახელწიფო ინსტიტუტი, უწყება მორგებული. დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა, განსხვავებული პოლიტიკური სიტუაცია ყველა უწყება, მმართველი შტო ძლიერი ინსტიტუტია, ყველას ძლიერი ხელმძღვანელი ჰყავს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად გავართვათ თავი აღებულ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner