logo_geo
eng_logo
ილონ მასკმა Forbes-ის რეიტინგში ლიდერობა დაკარგა
- +

12 იანვარი. 2021. 11:46

 

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის. Forbes -ის რეიტინგში ის მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა. „Forbes Real-Time“-ს ინფორმაციით, ერთ დღეში „SpaceX“-სა და „Tesla“-ს მფლობელის ქონება 13,5 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა და ამ დროისათვის 176,2 მილიარდს შეადგენს.

 

მიზეზი ამერიკის საფონდო ინდექსების დაცემა გახდა, რის შემდეგაც „Tesla“-ს აქციების ფასი 7,8 პროცენტით დაეცა.

 

Forbes -ის რეიტინგში პირველ ადგილს 182,1 მილიარდით „Amazon“-ის მეპატრონე ჯეფ ბეზოსი იკავებს, თუმცა, მასკი ჯერჯერობით ლიდერობას ინარჩუნებს Bloomberg-ის რეიტინგში.

 

10 იანვარს ილონ მასკის ქონებამ $200 მილიარდს გადააჭარბა.

 

ილონ მასკი Bloomberg-ის რეიტინგის სათავეში 8 იანვარს, „Tesla“-ს აქციების ზრდის გამო მოხვდა. იმ მომენტისთვის მისი ქონება 188,5 მილიარდ დოლარად ფასდებოდა. მანამდე, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ბეზოსი ლიდერობდა.

 

მასკმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქონების გაყიდვას აპირებს და თანხას მარსის კოლონიზაციას მოახმარს.

 

 

https://imedinews.ge/ge/ekonomika/181142/ilon-maskma-forbesis-reitingshi-lideroba-dakarga

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner