მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალთან უხვი ნალექის გამო მთის ნაშალი ჩამოინგრა.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზა ჩახერგილია.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, შემთხვევის ადგილზე უკვე წავიდა ტექნიკა, დაახლოებით ერთ საათში გზა გაიწმინდება და გაიხსნება.