logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე ბიძინა ივანიშვილზე: უმჯობესია, ქველმოქმედებაში შეეჯიბრონ, ვიდრე მისი ქველმოქმედება გააკრიტიკონ
- +

12 იანვარი. 2021. 17:34

 

 

ამირან სალუქვაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ, მისი ქონების საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქველმოქმედების გამო კრიტიკა კარგი ტონი არ არის. ამის შესახებ ექსპერტმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, მსგავსი მასშტაბების ქველმოქმედება იშვიათია.

 

„ერთი რამ მინდა ვთქვა, ქველმოქმედების გაკრიტიკება არ არის მიღებული და არ არის ეს კარგი ტონი. უმჯობესია, ქველმოქმედებაში შეეჯიბრონ, ვიდრე მისი ქველმოქმედება გააკრიტიკონ, რადგან მსგავსი მასშტაბების ქველმოქმედება იშვიათია.

 

გადახედეთ მის შემოსავლებს, ქონებას და რამდენი აქვს გაღებული. ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, გააკრიტიკეთ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ საკითხებში, სოციალურ საკითხებში, თავდაცვა, უსაფრთხოება, დე ოკუპაცია უამრავი სფეროა და ქველმოქმედებას დაანებონ თავი. ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისთვის რაიმე გადაეცა ფონდ „ქართუსთვის“ და ის, რეალურად არ განხორციელებულიყო“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

 

ბიძინა ივანიშვილმა ქონების 95% საქველმოქმედო „ქართუ ფონდს“ გადასცა. მანამდე კი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner