logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: რაც მოლაშვილმა გადაიტანა, უშუალოდ სააკაშვილის მითითებით ხდებოდა!
- +

6 ივლისი. 2016. 00:30


„ბატონი სულხანი იყო უკომპრომისო მებრძოლი, ის თავისი ღირსებისთვის ბოლომდე იბრძოდა", - ამის შესახებ „რეპორტიორს" თბილისის საკრებულოს წევრმა სოსო მანჯავიძემ  განუცხადა.


მისი თქმით, კონტროლის პალატის ყოფილმა უფროსმა სააკაშვილი დანაშაულებრივ ქმედებებში ამხილა, რასაც შეეწირა კიდეც.


„ის იყო სააკაშვილის პირადი პატიმარი. გამოძიებული ჰქონდა სააკაშვილის კორუფციული საქმიანობა მის ხელისუფლებაში მოსვლამდე და მოსვლის შემდეგაც. ეს კი გახდა მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილის სამიზნე  გამხდარიყო.

 

ის, რაც მოლაშვილმა გადაიტანა, უშუალოდ სააკაშვილის მითითებით ხდებოდა. ამ წამებაში მონაწილე პირები დღეს ტელეეთერებიდან გვესაუბრებიან და ათასგვარი სიბინძურეებით გამოირჩევიან, ხან რევოლუციას აპირებენ, ხან - ხელისუფლებაში მობრუნებას, ეს კი ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია.


„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" - ახლა მაინც მიეცეს ყველაფერს სათანადო შეფასება!" - განუცხადა „რეპორტიორს" მანჯავიძემ.

 

სულხან მოლაშვილი დღეს დაკრძალეს. ის 29 ივნისს, ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner