logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სააკაშვილს ხალხმა კანონის საკუთარ თავზე მორგება, ადამიანის ღირსების შელახვა, ჩაგვრა არ აპატია
- +

12 იანვარი. 2021. 18:39

 

 

„ქართველმა ხალხმა ნამდვილად აჩვენა თავისი სიბრძნე - არა მხოლოდ ამ 8-წლიანი მმართველობის პერიოდში, არამედ წინა მმართველობისასაც“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

 

„სააკაშვილის წინა ხელისუფლების დროს, ნახევარი მილიონი იყო ბიუჯეტი, რომელიც სრულდებოდა და 14 ლარი იყო პენსია. უცებ მოხდა თვისებრივი გარღვევა, მაგრამ ამის მიუხედავად, სააკაშვილმა პირველი საპრეზიდენტო ვადაც კი ვერ გაძლო, ვერ მიიტანა ბოლომდე, რადგან ხალხმა მას არ აპატია კანონის საკუთარ თავზე მორგება, ადამიანის ღირსების შელახვა, ჩაგვრა. ამ განსხვავებას კარგად ხედავს საზოგადოება და ამიტომაცაა, უკვე მე-9 წელია, მკაფიოდ აძლევს ხმას ერთსა და იმავე პარტიას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

https://imedinews.ge/ge/politika/181224/sozar-subari-saakashvils-khalkhma-kanonis-sakutar-tavze-morgeba-adamianis-girsebis-shelakhva-chagvra-ar-apatia

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner