logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პრობლემების გამო, ხშირ შემთხვევაში სასამართლოები არაგონივრულად ჭიანურდება - შექმნილია ჯგუფი, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა იმუშაოს
- +

12 იანვარი. 2021. 19:33

 

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეფასებით, გარკვეული მიმართულებებით შესაძლებელია და უნდა შენარჩუნდეს დისტანციური პროცესები, რადგან ამით შესაძლებელი იქნება, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსის დაზოგვა.

 

როგორც შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ძალიან მიშვნელოვანია ეს საკითხი სამომავლოდ საკანონმდებლო კუთხით ისე დარეგულირდეს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელბასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

 

„ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეული მიმართულებით დისტანციურად პროცესების გამართვა შესაძლებელი ყოფილა. ვფიქრობ, რომ როდესაც პანდემია დასრულდება და იმედია, ეს ყველაფერი 2021 წელს მოხდება, გარკვეული მიმართულებებით შესაძლებელია და უნდა შენარჩუნდეს დისტანციური პროცესები, ვინაიდან, ეს შესაძლებლობას მოგვცეს, დავზოგოთ, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, შესაბამისად, უნდა ვუზრუნველვყოთ სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება. ვფიქრობ, დისტანციური პროცესების გამართვასთან დაკავშირებით ყველა მხარის პოზიცია უნდა იყოს გათვალისწინებული, უპირველეს ყოვლისა, ბრალდებულების. ძალიან მიშვნელოვანია ეს ყველაფერი საკანონმდებლო კუთხით ისე დარეგულირდეს მომავალში, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ დარჩეს. პირადად, მომავალში ვხედავ პოტენციალს რიგი მიმართულებებით, რათა ეს პროცესები გაიმართოს, ეს იქნება თუნდაც საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, ან რიგი პროცესები, სადაც ყველა მხარე შევთანხმდებით, რომ შესაძლებელია დისტანციური პროცესები გაიმართოს. ვფიქრობ, ამით როგორც სასამართლო, ისე პროკურატურა, დაცვის მხარე და მთლიანად სისტემა, ძალიან დიდ რესურს დაზოგავს. ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც ვაპირებთ“, - განაცხადა შოთაძემ.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/637220-irakli-shotaze-vpikrob-garkveuli-mimartulebebit-shesazlebelia-da-unda-shenarchundes-distanciuri-sasamartlo-procesebi

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner