ავტორი მარიამ პაიჭაძე
ყოფილმა პარლამენტარმა ხათუნა ხოფერიამ სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, რომ მოლაშვილი საქართველოს სიყვარულის მსხვერპლია.
„იმ პერიოდში ვინც მთავრობაში ვიყავით, კარგად გვახსოვს 2003 წლამდე დაპირისპირება სულხან მოლაშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის. სულხან მოლაშვილს ჰქონდა ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ეხებოდა სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდს და არა მარტო. სულხანი გახდა თავისი სიმართლის, თავისი კაცობის და საქართველოს სიყვარულის მსხვერპლი. ეს არ აპატია სააკაშვილმა მას და მინდა გითხრათ, რომ სულხანი იყო პირველი ყველაზე დიდი ზარი, რომელიც შემოიკრა სააკაშვილის უსამართლობის დასამტკიცებლად. ვფიქრობ, ეს იქნება ბოლო, რომლის მერეც გონს მოვეგებით ყველანი და პასუხს ვაგებინებთ ამ ადამიანებს. ზოგადად, მიკვირს, თუნდაც ამ დღეებში, რატომ არ არის დაკითხული გიგა ბოკერია, სულხანის ჩვენებიდან გამომდინარე", - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.