logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: მოკლე დროში ჩვენ შევძელით და დავნერგეთ არაერთი ციფრული პროდუქტი და ჩავატარეთ საკმაოდ პროდუქტიული ანალიტიკური კვლევები
- +

12 იანვარი. 2021. 19:47

 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, უწყებაში არაერთი ციფრული პროდუქტის და ანალიტიკური კვლევების დანერგვის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით პროკურატურისთვის გამორჩეულად წარმატებული წელი იყო.

 

„თანამედროვე სამყაროში, წარმოუდგენელია წამატების მიღწევა ინოვაციური ციფრული პროდუქტების, სტატისიტკურ-ანალიტიკური ექლქტრონულ სისტემების და კომპლექსური კვლევების გარეშე, რომლის შედეგებსაც უნდა ეფუძნებოდეს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორიცაა სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდიფიცირება, თანამშრომელთა რანგირების სისტემა, საკადრო როტაცია, წახალისებისა და დისციპლინირების საკითხები. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ თვალსაზრისით 2020 წელი საქართველოს პროკურატურისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო, ვინაიდან მოკლე დროში ჩვენ შევძელით და დავნერგეთ არაერთი ციფრული პროდუქტი და ჩავატარეთ საკმაოდ პროდუქტიული ანალიტიკური კვლევები“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.

 

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ელექტრონული მმართველობის სააგენტოს“ ერთობლივი მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონულ სისტემა, რომელიც 2019 წლის ნოემბრიდან ეტაპობრივად ჩაირთო და დღეის მდგომარეობით უკვე მოქმედებს საქართველოს პროკურატურის ყველა სტრუქტურულ ერთეულსა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების საგამოძიებო დანაყოფებში. ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვა არის ინოვაციური ნაბიჯი გამოძიების სრულყოფილად და ეფექტიანად წარმოების მიმართულებით.

 

გენერალურმა პროკურორმა ანალიტიკურ პორტალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტალზე განთავსებულია ინფორმაცია ანალიზების, სახელმძღვანელოების, რეკომენდაციებისა და კვლევების შესახებ. ანალიტიკური პროგრამული სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას თანამშრომელთა დატვირთვის მონიტორინგის ავტომატიზაცია წარმოადგენს.

 

ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრებს საქართველოს პროკურატურაში დანერგილ სიახლეზე, თანამშრომელთა რანგირების სისტემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

 

„რანგირებას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები ექვემდებარებიან და მისი მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა კარიერის სწორად დაგეგმვა და განვითარება, მოტივაციის ზრდა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. 2020 წლის 1 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის ყველა პროკურორსა და გამომძიებელს საწყისი - მესამე რანგი მიენიჭა,“ - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/637213-generaluri-prokurori-mokle-droshi-chven-shevzelit-da-davnerget-araerti-cipruli-produkti-da-chavataret-sakmaod-produktiuli-analitikuri-kvlevebi

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner