logo_geo
eng_logo
ზურა ხაჩიძე: ყველა უნდა დაისაჯოს!
- +

6 ივლისი. 2016. 00:32


„საქართველომ დაკარგა ღირსეული მამულიშვილი", - ამის შესახებ მომღერალმა ზურაბ ხაჩიძემ განაცხადა, რომელიც დღეს სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.


„არაერთ საპროტესტო აქციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაშინ როცა დაკავებული იყო სულხან მოლაშვილი და აწამებდნენ. ის ფაქტობრივად იმ რეჟიმის მსხვერპლია. იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს,  ყველა ის ადამიანი, ყველა ის ჩინოვნიკი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ამ მძიმე დანაშაულში, ვინც ეს ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, სიცოცხლე გაუმწარა და მოუსპო,  ყველა უნდა დაისაჯოს! შესაბამისად ბატონი სულხანის სული დაისვენებს და სამართალიც აღდგება", - განაცხადა ხაჩიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner