თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნუგზარ ჭონქაძე, რომელიც სოციალურ ქსელში „სულიკო კედელაშვილის“ სახელით არის ცნობილი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას „ფეისბუქზე“ ასე ეხმაურება:
„რამოდენიმეჯერ გადავწყვიტე "ბიძინას წასვლაზე" რაღაც დამეწერა, მიმომეხილა მისი მოღვაწეობა მაგრამ რამდენჯერაც დავიწყე იმდენჯერ გადავიფიქრე.
უბრალოდ აზრი არ აქვს იმათთვის ამის ახსნას ვინც აქამდე ვერაფერი დაინახა - 'ელაპარაკე რეგვენსა, ყ*ე შეაჭყლიტე კედელსა" - ესენი მაინც ვერაფერს დაინახავენ. ვინც ხედავს კი იმათვისაც არ აქვს იმის ლაპარაკს აზრი რაც უკვე კარგად იციან.
ამიტომ მე უბრალოდ დიდ მადლობას გადაუხდი ამ ადამიანს იმ კეთილი და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საქმეებისთვის რაც მან აკეთა. აკეთა ჩემთვის, შენთვის და ჩვენი შვილებისთვის, აკეთა წარსულისთვის, აწმყოსთვის და მომავლისთვის. ჩვენ ვერა მარა ღმერთი მაღალია და ის დააფასებს ამ კაცის ღვაწლს. ცუდი არაფერი გაუკეთებია და ზოგიერთი მაინც უტიფრად ლანძღავს მაგრამ ეგ არაფერი, "ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის". დარწმუნებული ვარ რომ ის მაინც გააგრძელებს თავის ჩვეულ საქმიანობას სანამ პირში სული უდგას და მერე მის საქმეებს, მისი კარგად აღზრდილი შვილები გააგრძელებენ...
გულწრფელი მადლობა კიდევ ერთხელ შენ ბიძინა იანიშვილო და ღმერთმა შეგიწიროს ყველა შენი გაკეთებული საქმე...
P.S. ეხლა ჩაუჯექით ეს ავადმყოფი ჭირნალისტები და დაითვალეთ რამდენჯერ დავწერე სიტყვა მადლობა, რამდენჯერ ვახსენე ბიძინა, რამდენი გვერდი გამოვა და ჯამში რამდენი ასო-ბგერა იქნება, მოგ**ნიათ პატრონი, მეტი საქმე მაინც არა გაქვთ თქვე რეგვენებო!“ - წერს ნუგზარ ჭონქაძე.