logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: თუ წარბების მიხედვით ვიმსჯელებთ - მონღოლური წარმოშობისაა...
- +

6 ივლისი. 2016. 00:33


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სულხან მოლაშვილის წამების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებას აფასებს და წერს, რომ „თუ კანდელაკის ტვინში ჩავიხედავთ - ნახერხის მეტს ვერაფერს აღმოვაჩენთ!"


„თუ ამ ადამიანის წარბების მიხედვით ვიმსჯელებთ - მონღოლური წარმოშობისაა, თუ თავისა და მასზე ამოსული ბუსუსების მიხედვით ვიმსჯელებთ - პაჭანიკია, თუ სკალპს ავხდით და მის ტვინში ჩავიხედავთ - ნახერხის მეტს ვერაფერს აღმოვაჩენთ!!!"- წერს ზედელაშვილი.



„ბატონი მოლაშვილი ციხეში არ უწამებიათ", - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტის შეკითხვას, გრძნობს თუ არა მორალურ ან სამართლებრივ პასუხისმგებლობას "ნაციონალური მოძრაობა" სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო.


კანდელაკის თქმით, მოლაშვილის გათავისუფლებიდან 10 წელი გავიდა.


"10 წელი გავიდა მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. არ უწამებიათ ბატონი მოლაშვილი ციხეში, ისევე როგორც ბატონი მირცხულავა",-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner